პოსტმოდერნიზმი

პოსტმოდერნიზმი
XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე საზოგადოებში მომხდარი ისტორიული, სოციალური, ფსიქოლოგიური ცვლილებანი ლიტერატურაშიც აისახა; შედეგად კი მივიღეთ რთული, მრავალგანზომილებიანი, წინააღმდეგობრივი ლიტერატურული მიმართულება, რომელიც „პოსტმოდერნიზმის“ სახელით არის ცნობილი. ლიტერატურათმცოდნეები დღემდე ვერ შეთანხმებულან არათუ პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ, არსებით ნიშან-თვისებებთან, არამედ ტერმინთან დაკავშირებითაც კი. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ლიტერატურული მოვლენა ქრონოლოგიურად ავანგარდიზმს მოსდევს, მას ეფუძნება და, ამდენად, უფრო გამართლებულია მასთან მიმართებით ტერმინ „პოსტავანგარდიზმის“ გამოყენება (2, 76). თუმცა, ტერმინი პოსტმოდერნიზმი უფრო გავრცელებულია და დამკვიდრებულია სამეცნიერო მიმოქცევაში. დღესდღეობით პოსტმოდერნიზმი ჩამოყალიბებული სახით არსებობს როგორც ამერიკულ და დასავლეთევროპულ ლიტერატურებში, ასევე ყოფილ პოსტსაბჭოურ სივრცეში (აღმოსავლეთ ევროპა, რუსეთი, ბალტიისპირეთი, საქართველო...). პოსტმოდერნიზმი ყველა ქვეყანაში ეროვნული ნიშნით ვითარდებოდა, თუმცა ლიტერატურის თეორეტიკოსები მასში ორ ძირითად მოდიფიკაციას გამოყოფენ: ა) დასავლურს, რომელსაც ახასიათებს: მჭიდრო კავშირი პოსტმოდერნისტულ თეორიასა და ფილოსოფიასთან; ენისა და მხატვრული სახეების ცენტონურობა, რომელიც გარდაიქმნება სიმულაკრების ჰიბრიდულ-ციტატურ ენად; ოპტიმისტური ტონი (შედარებით გვიანდელი პერიოდისთვის) და ბ) აღმოსავლურს, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლური ლიტერატურის ახალი ტენდენციების შესახებ სრული ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში. იგი ვითარდებოდა და იძენდა აშკარა ეპატაჟის ხასიათს „სახელმწიფო ხელოვნების“ - სოცრეალიზმის ნორმების მიმართ. ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ ტოტალიტარიზმმა და მკაცრად რეგლამენტირებულმა ინფორმაციულობამ განაპირობა აღმოსავლური მოდიფიკაციის დამოუკიდებელი, თავისთავადი ხასიათი (4, 42-55). ქართულ მწერლობაში XX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან იკვეთება პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რაც ვლინდება ინტერტექსტუალობაში, დემითოლოგიზაციაში, ფსევდოციტატურობაში, ტექსტის მეტაფორიზაციაში, „ავტორის ნიღბის“ გამოყენებაში, ტექსტის რიზომატულობაში, ე. წ. „ძმაბიჭობის“ ხერხში და სხვა.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები № 3, – რედ.: ინდირა ძაგანია, – [გამომცემლობა „უნივერსალი“]. – თბ.,–2008

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Полезное


Смотреть что такое "პოსტმოდერნიზმი" в других словарях:

  • პოსტმოდერნიზმი და პოსტმოდერნი — ეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სრულიად განსაზღვრული სტილია, რომელსაც ზოგჯერ გვიანდელ მოდერნს მიაკუთვნებენ, ხოლო როდესაც საუბარია პოსტმოდერნზე, იგულისხმება არა რაღაც ვიწრო სტილისტური მიმდინარეობა, არამედ ისტორიული ვითარება,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»